უკრაინისთვის განკუთვნილი 6 ესპანური Leopard-ის ტანკი პოლონეთში ჩავიდა

ესპანეთის მიერ უკრაინისთვის გადასაცემი 10 Leopard-ის ტანკიდან პირველი ექვსი პოლონეთის პორტში ჩავიდა. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა განაცხადა.

"უკრაინის დაცვით, ჩვენ ვიცავთ  არა მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, არამედ მხარს ვუჭერთ ლეგიტიმური თავდაცვის უფლებას, რომელიც დაფიქსირებულია გაეროს წესდებაში", - თქვა რობლესმა.

ესპანური Leopard-ის ტანკები, რომლებიც სანტანდერიდან წინა შაბათს გაიგზავნა, არის ძველი Leopard 2A4-ები.  

უკრაინაში გაგზავნამდე ტანკების მოდერნიზაცია მოხდა და ბრძოლის ველზე გამოსაყენებლად გამოიცადა.

მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ძველი მოდელის Leopard 1-ის ტანკებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა უკვე დაიწყო და 2023 წლის შუა რიცხვებიდან 80 ასეთი ტანკი ეტაპობრივად ჩავა უკრაინაში.

თებერვალში ნიდერლანდებმა გერმანიასთან და დანიასთან ერთად გამოაცხადა, რომ უკრაინას 100 Leopard 1-ის ტანკი გადაეცემა.

მსგავსი სიახლეები