ვენსი; რუსეთი ზედმეტად ბევრს ითხოვს

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის თქმით, მიმდინარე სამშვიდობო პროცესი მოსკოვის ზღვარგადასული მოთხოვნების გამო ჭიანურდება, თუმცა დასძინა, რომ კვლავ შესაძლებლად მიიჩნევს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას. 

State Of Play: ჯეი დი ვენსის ციტატას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - 2 მაისს ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკელმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში არ შეწყდება. 

  • "ავიღოთ რუსების მიერ წარმოდგენილი პირველი სამშვიდობო წინადადებები, ამაზე ჩვენი რეაქცია იყო, რომ თქვენ ძალიან ბევრს ითხოვთ"- ამბობს ვენსი. 

  • ამასთანავე ვენსი აღნიშნავს, რომ არ არის ძალიან სკეპტიკურად განწყობილი და მიაჩნია, რომ რუსებს კვლავ სურთ ომის დასრულება. 

  • "რა შემიძლია გითხრათ, ეს არის, რომ რუსებს აქვთ თავიანთი მოთხოვნების სია, რომლის შესრულებასაც ითხოვენ, საუბარია დათმობების ჩამონათვალზე - ჩვენი აზრით, ისინი ზედმეტად ბევრს ითხოვენ"- ამბობს ვენსი. 

Big Picture: ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის თქმით, სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანია უკრაინის პოზიციაც. ამასთანავე ვენსის თქმით, სამშვიდობო პროცესში ვაშინგტონის შესაძლებლობები ლიმიტირებულია და კიევსა და მოსკოვს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების გარეშე ომის დასრულება გაჭირდება. 

  • "ამჟამად ჩვენ სწორედ ამაზე ვართ ფოკუსირებულები"- ამბობს ჯეი დი ვენსი. 
  • ვენსის თქმით, ამ დროისთვის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფოკუსირებულია ე.წ. დიდი შეთანხმების მიღწევაზე დაა აღარ არის საუბარი 30-დღიანი სრულფორმატიანი ზავი, რომელიც ვაშინგტონმა მხარეებს მარტში შესთავაზე

  • ამერიკელი პრეზიდენტის წინადადებებას უკრაინელები წინაპირობების გარეშე დათანხმდნენ, ხოლო ვლადიმირ პუტინმა ზავის სანაცვლოდ დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინის სამხედრო დახმარების შეწყვეტა და უკრაინაში მობილიზაციის შეჩერება მოითხოვა

Context: კრემლის პოზიციით უკმაყოფილება რამდენიმეჯერ საჯაროდ გამოთქვა დონალდ ტრამპმაც - ამერიკელმა პრეზიდენტმა პუტინის მიერ გამოცხადებულ 3-დღიან ზავს ასაკმარისი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ეს ძალიან ბევრია იმასთან შედარებით, რაც მის გაპრეზიდენტებამდე ხდებოდა. 

  • ტრამპის თქმით, რუსეთის მთავრობა შესაძლოა უფრო კეთილგანწყობილი იყოს სამშვიდობო შეთანხმებისკენ ნავთობის კლებადი ფასების გათვალისწინებით

 

მსგავსი სიახლეები