უკრაინას რუსეთმა 1003 ცხედარი გადასცა
რუსეთმა უკრაინას 1003 ცხედარი დაუბრუნა, რომლებიც რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედროებისაა.
ვითარების არსი: "სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებებთან ერთად, ჩაატარებენ ყველა საჭირო ექსპერტიზას და მოახდენენ რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებას." - აცხადებს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკითხთა საკოორდინაციო შტაბი
- ამავდროულად, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში უკრაინას გადასცეს 1000 ცხედარი, ხოლო თავად 26 რუსი სამხედროს ცხედარი მიიღეს.
- მაისში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები სტამბოლში შეხვდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები შედგა.
- შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ მძიმედ დაჭრილი სამხედროების, 18-დან 25 წლამდე ტყვეების გაცვლასა და დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე.
დიდი სურათი: უკრაინული მხარე მანამდე არაერთხელ აცხადებდა, რომ რუსეთის მიერ გადაცემული ცხედრები ხშირად ისეა დაზიანებული, რომ იდენტიფიკაციის პროცესი უკიდურესად რთულდება.
- ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია შემთხვევების შესახებ, როდესაც უკრაინას უკრაინელი მებრძოლების ნაცვლად რუსი სამხედროების ცხედრები გადაეცემოდა.
- რუსეთმა უკრაინას ჯამში 4000 სამხედროს ცხედარი გადასცა.