ზალუჟნი: უარს ვამბობთ საბჭოთა შეიარაღებაზე, დროა გადავიდეთ ნატოს სტანდარტზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელს მარკ მილის. საუბარში გენერალმა ზალუჟნი განაცხადა, რომ უკრაინია არმია იძულებულია გადავიდეს ნატოს სტანდარტის შეიარაღებაზე. 

"ამერიკელ კოლეგასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსპერქტიული მოდელი განვიხილეთ. ნათელია, რომ ჩვენ იძულებელები ვართ, უარი ვთქვათ საბჭოთა შეიარაღებაზე და გადავიდეთ ნატოს სტანდარტზე, რაც უფრო ადრე დავიწყებთ ამ პროცესს, მით უფრო ადრე დავასრულებთ",- ნათქვამია ვალერი ზალუჟნის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ შეტყობინებაში. 

მარკ მილისთან საუბარში ვალერი ზალუჟნი აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტზე შექმნილ ვითარებასაც შეეხო - "იზიუმისა და სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა მაქსიმალური ძალისხმევით და თავის ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფების მეშვეობით ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობს. ვითარების სიმძიმის მიუხედავად, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ დაცვას და ვინარჩუნებთ დაკავებულ სიმაღლეებს და პოზიციებს".

მსგავსი სიახლეები