ზელენსკი ბაიდენთან უთანხმოებას უარყოფს

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუშინდელი საუბრისას აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მას არანაირი გაუგებრობა არ ჰქონია.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს არა მხოლოდ უკრაინის საკითხებით დაინტერესებისთვის, არამედ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების დეტალებში ჩაღრმავებისთვის.

„ჩვენ ვიზიარებთ გეგმებს, ზომებს, რაღაც მომენტებს... ბევრი ვისაუბრეთ ზოგიერთ საკითხზე. მსურდა სიტუაციის ახსნა: მნიშვნელოვანია, რომ [აშშ-ის პრეზიდენტმა] სიტუაცია ჩემგან იცოდეს და არა შუამავლებისგან," - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენთან უთანხმოება არ აქვს.

”ჩვენ არ გვაქვს უთანხმოება შეერთებული შტატების პრეზიდენტთან. მე უბრალოდ ღრმად მესმის, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში. ისევე, როგორც მას იცის ღრმად რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში,” - აღნიშნა მან.

უკრაინის პრეზიდენტის რეაქცია CNN-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომ მისი და ბაიდენის საუბარი კარგად არ წარიმართა, რადგან უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკის დონეს ისინი სხვადასხვანაირად აფასებენ.

მსგავსი სიახლეები