ზელენსკი: უკრაინული დონბასის ბედი სევეროდონეცკში წყდება

უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში დაპირისპირების ეპიცენტრად სევეროდონეცკი რჩება, სწორედ იქ წყდება უკრაინული დონბასის ბედი.

ამის შესახებ 8 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ამ დღეების შედეგების მიხედვით, სრულმასშტაბიანი ომის 105-ე დღეა, სევეროდონეცკი რჩება დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, მტერს მნიშვნელოვან ზიანს ვაყენებთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ეს არის "ძალიან სასტიკი და რთული ბრძოლა".

"ალბათ, ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე რთული ბრძოლაა. მადლობელი ვარ თითოეული მებრძოლის, ვინც იცავს ქვეყანას ამ მიმართულებით. ბევრი თვალსაზრისით, ჩვენი დონბასის ბედი ახლა იქ წყდება", - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

მსგავსი სიახლეები