ზელენსკიმ არაბთა ლიგას დატყვევებული უკრაინელების განთავისუფლებაში დახმარება სთხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 19 მაისს არაბთა ლიგის სამიტზე გამოსვლისას მის მონაწილეებს მოუწოდა, უკრაინელების, მათ შორის უკრაინის მუსლიმური თემის დაცვაში დაეხმარონ.  

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი "არასდროს ყოფილა უკრაინელების არჩევანი", უკრაინულ ჯარებს არ დაუკავებია უცხო მიწები, მაგრამ ის არასოდეს დაემორჩილება დამპყრობლებს.

"და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენი ხალხი გაიგებს ამ მთავარ ემოციას, ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანი გაიგებს მთავარ მოწოდებას, რომლის დატოვებაც მინდა აქ, ჯედაში. კეთილშობილური მოწოდება ყველა თქვენთაგანს, წვლილი შეიტანოთ ჩვენი ხალხის, მათ შორის უკრაინის მუსლიმური თემის დაცვაში!" - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამიტზე მასთან ერთად ყირიმელი თათრების ლიდერი მუსტაფა ჯემილევი იმყოფება.

"მათი სახლი ყირიმია, უკრაინის მუსლიმური კულტურის ცენტრი. საუკუნეების მანძილზე ყირიმელი თათარი იყო და უნდა დარჩეს მსოფლიოს მუსლიმური თემის განუყოფელ და ძლიერ კომპონენტად. მაგრამ ყირიმი იყო პირველი, ვინც დაზარალდა რუსული ოკუპაციისგან და ჯერჯერობით, ოკუპირებულ ყირიმში რეპრესიების ქვეშ მყოფთა უმრავლესობა მუსლიმები არიან", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას უკვე აქვს რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელების გათავისუფლებაში საუდის არაბეთთან თანამშრომლობის დადებითი გამოცდილება.

მან აღნიშნა, რომ სამიტზე თითოეულმა დელეგაციამ მიიღო დოკუმენტი უკრაინის სამშვიდობო ფორმულის 10 პუნქტით. მან არაბთა ლიგის სახელმწიფოებს მოუწოდა, შეუერთდნენ მის განხორციელებას.

მსგავსი სიახლეები