ზელენსკიმ უკრაინელებს მიმართა – მთავარი აქცენტები

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უახლოეს დღეებში რუსეთის თავდასხმის მომატებული საფრთხის ფონზე უკრაინელებს მიმართა. ზელენსკის თქმით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და ქვეყანა მზადაა ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის. 

ზელენსკის საპრეზიდენტო განკარგულებით უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა 16 თებერვალი, დასავლური წყაროების მიხედვით, სწორედ ამ დღეს აპირებს რუსეთი უკრაინაში შეჭრას. 

კერძოდ, რამდენიმე დღის წინ გერმანულმა Spiegel-მა აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება. 

გთავაზობთ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვის მთავარ აქცენტებს:

  • ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინას სრულმასშტაბიანი ომით ემუქრებიან, მაგრამ უკრაინა ძლიერია როგორც არასდროს;
  • უკრაინას ეომებიან ყველა ფრონტზე - დიპლომატიურ, ეკონომიკურ, სამხედრო და ინფორმაციულ დონეზე; 
  • ხელისუფლება სრულად აცნობიერებს შექმნილ ვითარებას და რუსეთის ნებისმიერ პროვოკაციაზე მზად აქვს ღირსეული პასუხი;
  • უკრაინა ესწრაფვის მშვიდობას და სურს ყირიმისა და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური გზით; 
  • ბიზნესმენები და პოლიტიკოსებმა, რომლებმაც ბოლო დღეებში დატოვეს უკრაინა სამოქალაქო ღირსების შესანარჩუნებლად, დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ უკრაინაში;
  • თავად პრეზიდენტი ოჯახთან ერთად კიევში რჩება;
  • "ახლა მოჩანს, რომ ირგვლივ სიბნელეა, მაგრამ ხვალ ისევ ამოვა მზე უკრაინის მშვიდობიან ცაზე."

 

მსგავსი სიახლეები