ზელენსკის ЗСУ-ს ზოგიერთ სარდალთან ზალუჟნის გვერდის ავლით აქვს ურთიერთობა

ვოლოდიმირ ზელენსკი შეირაღებული ძალების ზოგიერთ სარდალთან ვალერი ზალუჟნის გვერდის ავლით აქვს ურთიერთობა, რაც არმიის მთავარსარდლისთვის ხელისშემშმლელია. 

ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Українська правда ავრცელებს

გამოცემის წყარო ზელენსკის გარემოცვაში ამბობს, რომ პრეზიდენტისთვის 2 ტიპის შეიარაღებული ძალები არსებობს: "'კარგი', რომელსაც ხელმძღვანელობს სირსკი და სხვა ფავორიტები და 'ცუდი', რომელიც ზალუჟნის ემორჩილება. ეს ძირს უთხრის მთავარსარდალის მოტივაციას და რაც მთავარია ხელს უშლის მას მუშაობაში."

გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ ზელენსკის უკრაინის შეიარაღებული ძალების შენაერთების სარდლებთან ურთიერთობისთვის ზალუჟნისგან დამოუკიდებელი საკომუნიკაციო ხაზი აქვს. მათ შორის საუბარია, ЗСУ-ს სახმელეთო ძალების სარდალზე, ალექსანდრ სირსკიზე და საჰაერო ძალების მეთაურზე, მიკოლა ოლეშუკზე. 

პირდაპირი კონტაქტი პრეზიდენტისთვის სამუშაო პროცესს აჩქარებს, თუმცა ართულებს ზალუჟნის მდგომარეობას, რომელიც სიახლეებს ფორმალურად დაქვემდებარებულებისგან მხოლოდ საერთო შეხვედრებზე იგებს. 

ზელენსკის ამგვარი მიდგომის გამოხატულება იყო სამხედრო კომისრების დათხოვნის გადაწყვეტილება, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიებები ჩინოვნიკების გამდიდრების შესახებ. სკანდალის შემდეგ ზელენსკიმ უკრაინის ყველა სამხედრო კომისარიტის ხელმძღვანელის დათხოვნა მოითხოვა. 

წყაროს ცნობით, კომისრების დათხოვნის შემდეგ გამართულ ომის კაბინეტის შეხვედრაზე ზალუჟნიმ განაცხადა, რომ კორუფციის თემა მნიშვნელოვანია, თუმცა საყურადღებოა ისიც, რომ კომისრების მასობრივი გათავისუფლების შემდეგ მობილიზაციის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა. 

ამგვარი ეფექტი ჰქონდა პრეზიდენტის ოფისში მიღებულ სხვა საკადრო გადაწყვეტილებებსაც, მათ შორის სპეციალური ძალების მეთაურის, ვიქტორ ხორენკოსა და სამედიცინო ძალების მეთაურის, ტატიანა ოსტაშენკოს გათავისუფლებას. ამავე ტიპის პროცესად განიხილება გაერთიანებული ძალების მეთაურის სერგეი ნაევის შესაძლო გადაყენებაც.

კონტექსტი 

გაზეთის წყაროების ცნობით, ზელენსკისა და ზალუჟნის შორის დაძაბულობა მიმდინარე წლის ივნისში უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დაწყების შემდეგ გაიზარდა.

წყაროების ცნობით, პრეზიდენტის ოფისის მიერ ჩატარებული დახურული სოციოლოგიურ გამოკითხვებში ვალერი ზალუჟნის მხარდაჭერის მაჩვენებლები სტაბილურად მზარდია. 

ერთ-ერთ ბოლო ასეთ კვლევის შედეგებს Українська правда გაეცნო - გაზეთის ცნობით, შესაძლო არჩევნების შემთხვევაში ზელენსკი მეორე ტურში გავა, თუმცა მთავარი მიგნება ის იყო, რომ მეორე ტურში ის შესაძლოა ვალერი ზალუჟნისთან დამარცხდეს. 

ზელენსკისა და ზალუჟნის შორის არსებული უთანხმოება საჯაროდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც ЗСУ-ს მთავარსარდალმა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი პოზიციური დაპირისპირების ფაზაში შევიდა და უკრაინას არ ჰყოფნის ძალები ვითარების რადიკალურად გარდატეხისთვის. 

პასუხად ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ მიიჩნევს ბრძოლის ველზე შექმნილ ვითარებას ჩიხურად და რომ უკრაინა არ დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან. 

21 ნოემბერს ტაბლოიდ The Sun-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თქვა, რომ სამხედროები არ უნდა დაკავდნენ პოლიტიკით. 

29 ნოემბერს გამოქვეყნებულ მასალაში The Economist საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზალუჟნისა და ზელენსკის შორის დაპირისპირება საჯარო სივრცეში გადმოვიდა, რომ ეს დაპირისპირება მზარდია. 

მსგავსი სიახლეები