ЗСУ-ს შეუძლია დნეპრის ფორსირება და რუსები ამას ხელს ვერ შეუშლიან - ISW

ხერსონის ირგვლივ დაკავებული პოზიციების მიხედვით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მდინარე დნეპრის ფორსირება, ხოლო რუსებს არ შეუძლიათ ამას ხელი შუეშალონ. 

ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ყოველდღიურ მიმოხილვაშია საუბარი

ინსტიტუტის ბოლო მიმოხილვა რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში დაკავებულ თავდაცვითი ზღუდეების ანალიზს ეხება. 

ძირითადი მიგნების ფორმულირება შემდგენაირად შეიძლება: რუსეთის არმიის ხელმძღვანელობა იაზრებს, რომ ЗСУ-ს პრაქტიკულად ნებისმიერ მომენტში შეუძლია დნეპრის ფორსირება და იერიშის მდინარის მარცხენა ნაპირზე გაგრძელდება. 

გარდა ამისა მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებს არ აქვთ ილუზიები თავიანთ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და იაზრებენ იმასაც, რომ უკრაინის არმიის დასაბრკოლებლად ცოტა რამის გაკეთება შეუძლიათ. 

ამერიკელი სამხედრო ექსპერტები განიხილავენ მოვლენათა შესაძლო განვითარების სხვა სცენარებსაც, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არ არის განსაზღვრონ თუ რა იქნება უკრაინის შეიარაღებული ძალების მომდევნო ნაბიჯი და ეს მიწაზე შექმნილ ვითარებაზე დაყრდნობით აგებული თეორიული მოდელია. 

 

მსგავსი სიახლეები