ბუდანოვმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი გააფორმა 403 ათასს ადამიანთან, რაც წლიურ გეგმას ოდნავ აღემატებოდა და ამ მაჩვენებელზე რუსები დეკემბრის დასაწყისში გავიდნენ.
არაერთი კომენტატორის აზრით, სამხედრო წარმატებების გაზვიადებით ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე წნეხის გაზრდას და დასავლეთში უკრაინის მარცხის გარდაუვალობის აღქმის შექმნას ცდილობს.
უკრაინის პრეზიდენტმა პირველად გამოხატა მზაობა დონეცკის ოლქის ჯერ კიდევ უკრაინული არმიის მიერ კონტროლირებული ნაწილში დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეგიონიდან ჯარებს რუსეთიც გაიყვანს.