ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე, იაპონია თავდაცვის ხარჯებს $86 მილიარდამდე ზრდის

პარასკევს, იაპონიის მინისტრთა კაბინეტმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა, რომელშიც თავდაცვის გასაძლიერებლად 9 ტრილიონ იენზე მეტია ($58 მილიარდი - რედ.) გამოყოფილი.

ვითარების არსი: The Associated Press-ის ცნობით, თავდაცვის ხარჯების რეკორდული ზრდა მიზნად ისახავს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობების გაძლიერებას და სანაპირო დაცვის გაუმჯობესებას ფრთოსანი რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რაც რეგიონში დაძაბულობის ზრდას უკავშირდება.

  • ბიუჯეტის მთლიანი პროექტი 785 მილიარდ დოლარს (122.31 ტრილიონ იენს - რედ.) შეადგენს.
  • 2026 წლის ბიუჯეტი 9.4%-ით აღემატება 2025 წლის ბიუჯეტს. ეს არის იაპონიის ხუთწლიანი პროგრამის მეოთხე წელი, რომელიც მიზნად ისახავს ყოველწლიური სამხედრო ხარჯების გაორმაგებას, მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-მდე.
  • იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ნოემბერში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის შეიარაღებულმა ტაივანის დაცვაში ჩაერთვება, თუ ჩინეთი მას თავს დაესხმება.
  • ტაკაიჩის მთავრობამ, აშშ-ის მხრიდან სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ ზეწოლის შედეგად, პირობა დადო, რომ 2%-იან სამიზნე მაჩვენებელს ის მარტისთვის მიაღწევს, დაგეგმილზე ორი წლით ადრე. 

ჩაშლილად: იაპონიის პარლამენტი ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას მიმდინარე ფისკალური წლის დასრულებამდე გეგმავს. ის ითვალისწინებს 970 მილიარდ იენზე მეტის (6.2 მილიარდი დოლარი - რედ.) გამოყოფას იაპონიის სარაკეტო პოტენციალის გასაძლიერებლად.

  • The Associated Press-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ "ნაწილობრივ იაპონიის მოსახლეობის დაბერებისა და შემცირების, ასევე სამხედრო პერსონალის დეფიციტის გამო, მთავრობა მიიჩნევს, რომ უპილოტო იარაღი აუცილებელია."
  • სანაპიროს დასაცავად იაპონია 100 მილიარდ იენს (640 მილიონი დოლარი - რედ.) დახარჯავს "მასიური" საჰაერო, საზღვაო და წყალქვეშა დრონების მეთვალყურეობისა და თავდაცვისთვის სისტემის ფარგლებში, სახელწოდებით SHIELD.

დიდი სურათი: უფრო სწრაფი გადაიარაღებისთვის იაპონია გეგმავს ძირითადად იმპორტზე დაყრდნობას, შესაძლოა თურქეთიდან ან ისრაელიდან.

  • 2026 წლისთვის იაპონია გეგმავს 160 მილიარდ იენზე მეტის (1 მილიარდი დოლარი - რედ.) დახარჯვას დიდ ბრიტანეთთან და იტალიასთან ერთად ახალი თაობის გამანადგურებლის ერთობლივ წარმოებაზე, რომლის გადაცემაც 2035 წლისთვისაა დაგეგმილი.
  • ასევე დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის მქონე დრონების კვლევა და შექმნა. იაპონია ასევე თითქმის 10 მილიარდ იენს (64 მილიონი დოლარი - რედ.) გამოყოფს სამრეწველო ბაზის მხარდასაჭერად.

კონტექსტი: ივნისში იაპონია, ოკინავასთან ახლოს, საპატრულო თვითმფრინავთან ჩინური გამანადგურებლების სახიფათო მიახლოებაზე საუბრობდა.

  • 4 ნოემბერს ჩინეთმა აღმოსავლეთ აზიის წყლებში სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სანაპირო დაცვის 100-ზე მეტი გემი განათავსა. ტაივანის მთავრობამ ძალების ეს ზრდა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის სტაბილურობისთვის პირდაპირ საფრთხედ შეაფასა.

მსგავსი სიახლეები