იაპონიაში შინზო აბეს მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
ქალაქ ნარაში სასამართლომ იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, შინზო აბეს მკვლელობაში ბრალდებულ, 45 წლის ტეცუი იამაგამის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
ჩაშლილად: იამაგამიმ დანაშაული აღიარა, ხოლო სასამართლომ პროკურატორის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
- პროკურატურის წარმომადგენლებმა მკვლელობას "უპრეცენდენტო დანაშაული" უწოდეს.
- "ყველაფერი სიმართლეა. არ არსებობს არანაირი ეჭვი, რომ მკვლელობა მე არ ჩამიდენია". - განაცხადა ტეცუიმ.
წინარე ისტორია: შინზო აბეზე თავდასხმა ქალაქ ნარაში 2022 წლის 8 ივლისს მოხდა, როდესაც ყოფილი პრემიერი წინასაარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოდიოდა.
- ტეცუიმ პოლიტიკოსს თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა.
- შინზო თავდასხმიდან რამდენიმე საათში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინტრიგა: სასამართლო სხდომების მსვლელობისას, ტეცუიმ თავისი დანაშაული რელიგიურ ჯგუფ "გაერთიანების ეკლესიისადმი" სიძულვილით ახსნა.
- ბრალდებულის განმარტებით, მისი ოჯახი "გაერთიანების ეკლესიისადმი" გაკეთებული შემოწირულობების გამო გაკოტრდა.
- ტეცუის თქმით, დედამისმა რელიგიურ ჯგუფს $360 000 ჩაურიცხა.
- როგორც ტეცუი იხსენებს შინზო აბე მას შემდეგ შესძულდა, რაც 2021 წელს რელიგიური ჯგუფის ღონისძიებას მისი სიტყვით გამოსვლა იხილა.
- ტეცუი მიიჩნევს, რომ შინზო "გაერთიანების ეკლესიის" პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია.
- თავდაპირველი გეგმით ტეცუი ეკლესიის წინამძღოლების მოკვლას გეგმავდა.
სიღრმისეულად: შინზო აბეს მკვლელობის შემდეგ, გამოძიებამ დაადგინა, რომ რელიგიური ორგანიზაცია შემოწირულობების სახით, მრევლს ფულს სძალავდა.
- ტოკიოს სასამართლომ "გაერთიანების ეკლესიის" გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
- გარდა ამისა, 2022 წელს იაპონიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების მიერ შემოწირულობების მიღების გზებს არეგულირებს.
- შინზო აბე იაპონიის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2006-2007 და 2012-2020 წლებში იკავებდა.