მოსკოვში აფეთქებული სამართალდამცავები შესაძლოა უკრაინაში ტყვეებს აწამებდნენ

24 დეკემბერს, მოსკოვში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან ორი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი იყო, ხოლო ერთი თავად ამფეთქებელი. შემთხვევა იმ ადგილიდან 300 მეტრში მოხდა, სადაც ორი დღით ადრე რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი ააფეთქეს.

სხვადასხვა რუსული და უკრაინული წყაროების თანახმად, მოკლული სამართალდამცავების სახელი უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებს უკავშირდება. 

ჩაშლილად: ტელეგრამ არხ Mash-ის ინფორმაციით, ამფეთქებელი 24 წლის პაველ გოლუბენკოა. 

  • უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადების თანახმად, "გოლუბენკო ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო, რომელიც კრემლის აგრესიულ პოლიტიკას არ ეთანხმებოდა და ძალოვანი სტრუქტურის ორი თანამშრომელი მოკლა".
  • რუსეთის ძალოვნებთან დაკავშირებული ტელეგრამ არხ 112-ის ცნობით, გოლუბენკო თაღლითების მითითებით მოქმედებდა.
  • მედია "აგენტსტვომ" ამფეთქებლის სოციალური ქსელები გადაამოწმა, გოლუბენკოს უკრაინის მხარდამჭერი ან ანტისაომარი პოსტები არასდროს გამოუქვეყნებია.
  • გოლუბენკოს ქმედებების შედეგად, ადგილზე დაიღუპა საპატრულო სამსახურის ორი თანამშრომელი: 24 წლის ილია კლიმანოვი და 25 წლის მაქსიმ გორბუნოვი.

სიღრმისეულად: უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის (ГУР) მტკიცებით, მოკლულები უკრაინის წინააღმდეგ ომის მონაწილეები იყვნენ. გარდა ამისა"არსებოს მტკიცებულებები იმისა, რომ კლიმანოვი და გორბუნოვი უკრაინელი ტყვეების წამებაში იღებდნენ მონაწილეობას".

  • "აგენტსტვო" შეეცადა ГУР-ის ბრალდებების მტკიცებულებების მოძიება. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოვნია ფოტოები, რომლებშიც კლიმანოვს სამხედრო ფორმა აცვია, უკრაინის ომში მისი მონაწილეობის დამდასტურებელი მყარი მტკიცებულება არ არსეობობს. ორივე ფოტოზე კლიმანოვი საპატიო ყარაულის უნიფორმით არის აღბეჭდილი.
  • გორბუნოვს ასევე შესაძლებელია ჰქონოდა ჯართან კავშირი. სხვადასხვა მომხმარებელს ტელეფონის ნომრების წიგნაკში ის როგორც "გორბუნოვი (არმია)", "გორბუნოვი მაქსი ჯარისკაცი" უწერიათ.

მსგავსი სიახლეები