ტრამპი: პუტინისგან სისულელეებს ვიღებთ, ის ზრდილობიანია, მაგრამ ეს უაზრობაა

"სიმართლე გითხრათ, პუტინისგან ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ, ის თითქოს ყოველთვის ზრდილობიანია, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ უაზრობაა"- განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი: პუტინისგან სისულელეებს ვიღებთ, ის ზრდილობიანია, მაგრამ ეს უაზრობაა

"სიმართლე გითხრათ, პუტინისგან ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ, ის თითქოს ყოველთვის ზრდილობიანია, მაგრამ ეს ყველაფერი საბოლოოდ უაზრობაა"- განაცხადა ტრამპმა.

აჰმედ ალ-შარაა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს შეხვდა

უცხოური წყაროების თანახმად, ისრაელმა უკვე გამოიყენა სირიის საჰაერო სივრცე ირანის სამიზნეებზე თავდასხმებისთვის, რაც მიუთითებს ორ ქვეყანას შორის არაფორმალურ კოორდინაციაზე.

პენტაგონი: უკრაინას უკვე ვუგზავნით დამატებით თავდაცვით შეიარაღებას

"პრეზიდენტ ტრამპის განკარგულების შესაბამისად თავდაცვის სამინიტრო უკრაინას დამატებით თავდაცვით შეიარაღებას უგზავნის, რათა მათ შეძლონ თავის დაცვა, სანამ ჩვენ მყარი მშვიდობის მისაღწევად ვმუშაობთ"- ნათქვამია განცხადებაში.

ტრამპი: უკრაინას მეტ იარაღს გავუგზავნით, მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის მიღების დროს, ჟურნალისტებთან ურთიერთობის დროს განაცხადა - მისი თქმით, ძირითადად საუბარია თავდაცვით შეიარაღებაზე.

ГКЧП-ს შემდეგ პირველად რუსეთში თავი მოიკლა ფედერალურმა მინისტრმა

რუსეთის უახლოეს ისტორიაში ფედერალური მინისტრის დონის ჩინოვნიკის მიერ თვითმკვლელობის ბოლო შემთხვევა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (KGB) მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, ე.წ. ГКЧП-ს მოჰყვა.

Axios: ტრამპმა გამოთქვა სურვილი გააძლიეროს უკრაინის საჰაერო თავდაცვა

ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Axios ავრცელებს - წყაროების ცნობით, ტრამპი ინფორმირებული იყო რუსეთის მხრიდან გააქტიურებული სარაკეტო დარტყმების შესახებ.

ზელენსკი: ტრამპთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტში წერს - უკრაინელმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა შეერთებულ შტატებს გაწეული დახმარებისთვის.

NBC: უკრაინის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილება ჰეგსეთმა ერთპიროვნულად მიიღო

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, NBC წერს - წყაროების ცნობით, შეფასება, რომ შეიარაღების მარაგები საშიშად დაბალ დონეს უახლოვდება ასევე არ შეესაბამება სიმართლეს.

SCMP: ჩინეთმა ევროკავშირს განუცხადა, რომ რუსეთის მარცხი მიუწვდომელი ფუფუნებაა

ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰონგ-კონგური გამოცემა South China Morning Post ავრცელებს - წყაროების ცნობით, პეკინში შიშობენ, რომ რუსეთის დამარცხების შემთხვევაში ვაშინგტონის მთელი ყურადღება ჩინეთთან დაპირისპირებას დაეთმობა.

ტრამპი: პუტინთან საუბრის დროს ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიე

ჟურნალისტის კითხვას მოახლოვდა, თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღევანდელი საუბრის შემდეგ ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "არა, მე მასთან (რედ. ვლადიმირ პუტინთან) ვერანაირ პროგრესს ვერ მივაღწიე, ვერანაირს."

უშაკოვი: პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ არ იტყვის უარს თავის მიზნებზე უკრაინაში

ამის შესახებ პრეზიდენტების საუბრის დასრულების შემდეგ, საგარეო საკითხებში ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა - საუბარი თითქმის 1 საათი გრძელდებოდა.