უიტკოფთან შეხვედრამდე პუტინი უკრაინას ბლოკადით და ევროპას განადგურებით ემუქრება

დონალდ ტრამპის ემისრებთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე ვლადიმირ პუტინი უკრაინას საზღვაო ბლოკადით, ევროპას კი განადგურებით დაემუქრა. 

ვითარების არსი: ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში გამართული ეკონომიკური ფორუმის შემდეგ ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა. 

  • პუტინს ჰკითხეს თუ როგორი იქნება რუსეთის რეაქცია ბოლო დღეებში შავი ზღვის აკვატორიაში უკრაინის საზღვაო დრონების მიერ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების ჩაძირვაზე. 

  • "თუ დარტყმები ტანკერებზე გაგრძელდება ჩვენ განვიხილავთ საპასუხო ზომების შესაძლებლობას უკრაინის დამხმარე ქვეყნების გემების მიმართ, ვიმედოვნებ, რომ კიევი და მის უკან მდგომ ძალები დაფიქრდებიან ღირს თუ არა შეტევების გაგრძელება"- განაცხადა პუტინმა. 

ჩაშლილად: მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს ევროპაზე თავდასხმას, თუმცა მათი აგრესიის შემთხვევაში რუსეთი მზად არის ომისთვის - "თუნდაც ახლა." 

  • "აქ შეუძლებელია იყოს ეჭვები... ეს ძალიან სწრაფად მოხდება... თუ ევროპას მოუნდება ჩვენთან ომი და დაიწყებს ომს, შესაძლოა ძალიან სწრაფად შეიქმნას ვითარება, რომელშიც ჩვენ არ დარჩება არავინ ვისთანაც მოლაპარაკებებს შევძლებთ"- განაცხადა პუტინმა. 

  • რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში უკვე თითქმის 4 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი "არ არის ომი, ამ სიტყვის პირდაპირი, თანამედროვე გაგებით", რადგანაც რუსეთი "აკურატულად, ქირურგიული მეთოდებით მოქმედებს. 

კონტექსტი: რუსული პროპაგანდისტული მედიების ცნობით, კრემლში ცოტა ხნის წინ დაიწყო ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. 

  • კუშნერი და უიტკოფი პუტინს უკრაინასთან ჟენევასა და ფლორიდაში შეთახნმებულ წინადადებებს წარუდგენენ. 

  • საუბარია ე.წ. 28-პუნქტიანი გეგმის მოდერნიზებულ ვერსიაზე. 

მსგავსი სიახლეები