DS: ნოემბერში საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპი წინა თვესთან შედარებით გაორმაგდა
ნოემბერში რუსეთის საოკუპაციო არმიამ უკრაინაში 505 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, რაც დაახლოებით 2-ჯერ მეტია, ვიდრე ოქტომბერში.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული OSINT-პროექტი ავრცელებს.
- წყაროს ცნობით, ყველაზე მეტი (მთელი მაჩვენებლის 40%) ტერიტორია რუსეთის არმიამ ზაპორიჟიის ოლქში, კერძოდ ქალაქ ჰულაიპოლეს ირგვლივ დაიკავა.
- ასევე მზარდია რუსების მიერ ქალაქ პოკროვსკისა და მირნოჰრადის ირგვლივ წინსვლის ტემპი.
ჩაშლილად: "კიდევ ერთი რთული ნოემბერი, როგორც 1 წლის წინ, როდესაც მტერმა შეძლო წინსვლა არაერთი მიმართულებით"- ნათქვამია ანგარიშში.
- Deep State-ის მონაცემებით რეკორდულად გაზრდილია შტურმების რაოდენობაც.
- ეს მიმდინარე წლის განმავლობაში საოკუპაციო არმიის წინსვლის ყველაზე მაღალი ტემპია.