ტრამპის ადმინისტრაცია ირანს თხოვს უარი თქვას უკვე გამდიდრებული ურანის მარაგებზე და მთლიანად ბირთვულ პროგრამაზე, ასევე შეზღუდოს შორეული ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და უარი თქვას რეგიონული პროქსი დაჯგუფებების მხარდაჭერაზე.
წყაროების ცნობით, უკრაინაში იმედი ჰქონდათ, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტს ხელს უახლოეს მომავალში მოაწერდნენ, თუმცა გასულ კვირებში ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია საგრძნობლად შეიცვალა.
საოკუპაციო არმიის წინსვლის შეჩერება აბუ-დაბიში დაწყებული სამმხრივი მოლაპარაკებების ფონზე მიმდინარეობს - გასულ თვეებში ბრძოლის ველზე წინსვლის მზარდ ტემპს რუსეთის აშშ-სთან მოლაპარაკებებში კოზირად იყენებდა და დონეცკის ოლქიდან უკრაინული ჯარების გაყვანას ითხოვდა.
ჭანგის წინააღმდეგ ჩვენება მისცა ჩინეთის ეროვნული ატომური კორპორაციის - სწორედ ეს უწყება მართვას ქვეყნის როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო ბირთვულ პროექტებს - ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გუ ჭუნმა.
პენტაგონის ახალი სტრატეგია ხშირად იმეორებს და ეყრდნობა გასულ დეკემბერში გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიის სულისკვეთებას - მათ შორის ევროპის მწვავე კრიტიკის ნაწილშიც.