ისრაელი საზღვრისპირა ლიბანურ სოფლებში ყველა სახლს დაანგრევს - ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა სამშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე „უსაფრთხოების ზონას“ შექმნიან.

ვითარების არსი: სამხედროები გააკონტროლებენ ტერიტორიას და აკრძალავენ ასობით ათასი ადგილობრივი მცხოვრებლის დაბრუნებას - მათ შორის, მიმდინარე ოპერაციის დასრულების შემდეგაც.

  • „ოპერაციის ბოლოს, IDF ლიბანის შიგნით შექმნის უსაფრთხოების ზონას - ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან თავდაცვის ხაზზე - და უსაფრთხოების კონტროლს დაამყარებს მთელ ტერიტორიაზე მდინარე ლიტანიმდე“, - განაცხადა კაცმა.
  • მდინარე ლიტანი ისრაელის საზღვრიდან 29 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს.

დეტალები: მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხრეთ ლიბანის 600 ათასზე მეტ მცხოვრებს, რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში არიან ევაკუირებულნი, მდინარე ლიტანის სამხრეთით დაბრუნება მანამ აეკრძალებათ, სანამ ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებთა უსაფრთხოება სრულად არ იქნება გარანტირებული.

  • მისივე თქმით, ლიბანის საზღვრისპირა სოფლებში ყველა სახლი დაინგრევა.
  • ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი მტკიცედ აპირებს ლიბანისთვის ირანული გავლენის სფეროს ჩამოცილებას, „ჰეზბოლას“ საფრთხის ამოძირკვას და ქვეყანაში არსებული ვითარების ერთხელ და სამუდამოდ შეცვლას.
  • მან ხაზი გაუსვა, რომ საჭირო წერტილებში ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ყოფნა, მკაცრი აღსრულება და აბსოლუტური შეკავება ისეთივე იქნება, როგორიც სირიასა და ღაზაშია.
  • მინისტრმა ასევე დაამატა, რომ IDF იხელმძღვანელებს „რაფაჰისა და ბეით ჰანუნის მოდელებით“, რაც ღაზის სექტორის იმ სასაზღვრო ქალაქების ბედის გაზიარებას გულისხმობს, რომლებიც ისრაელის შეტევის შედეგად განადგურდა.

მსგავსი სიახლეები