"მას ეუბნებიან ბატონო პრეზიდენტო, მე შევეცდები მივაღწიო შეთანხმებას, ის პასუბს - ძალიან კარგი, ნახე რისი გაკეთებაა შესაძლებელი. ეს არის პრეზიდენტის ჩართულობის და ინფორმირებულობის დონე"- ამბობს გამოცემასთან საუბარში ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.
ამავე პოსტში საბჭოს მდივანმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ დელეგაციას "კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის" და "ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის" უკრაინის მიერ წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
"გვაქვს აღქმა, რომ ამერიკული წინადადებებმა შეიძლება მოიცვას უკრაინის ხედვასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის კრიტიკული რიგი ელემენტებისა"- წერს უკრაინელი პრეზიდენტი.
შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს საქმეთა რწმუნებული უკრაინაში, ჯული დევისი, რომელმაც დიპლომატებთან საუბარში აღიარა, რომ შეთანხმებების პირობები უსამართლოა, მაგრამ მისი თქმით, "ამ მომენტიდან პირობები გაუარესდება, არ გაუმჯობესდება.
გამოცემის წყაროები უარყოფენ რუბიოს მონაწილეობას - "არ ყოფილა არანაირი კოორდინაცია, ეს გეგმა სახელმწიფო დეპარტამენტში არავის უნახავს, მათ შორის არც რუბიოს"- ამბობს ერთ-ერთი მათგანი.
ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა, რომ მიიღო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა და მას ანკორიჯის შეხვედრამდე განხილული დოკუმენტის მოდერნიზებული ვერსია უწოდა.
ჩანაწერის მიხედვით, უკრაინაზე შემდგომი შეტევა ამერიკისა და ევროპელი მოკავშიირების მიერ განხილული იქნება როგორც შეტევა მთელ ტრანს-ატლანტიკურ თანამეგობრობაზე.