ტრამპი: გრენლანდიაზე შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა და ტარიფებს არ დავაწესებ

ნატოს გენერალურ მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით პოტენციური შეთანხმების კონტურები გამოიკვეთა, რის გამოც ევროპულ ქვეყნებს აღარ დაუწესებს მანამდე გამოცხადებულ საბაჟო ტარიფებს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ ამერიკელი პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელსი (Truth) წერს. 

  • "ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მომავალი შეთანხმების ჩარჩო გრენლანდიასთან და ზოგადად არქტიკის რეგიონთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება თუ კი მას საბოლოოდ მივაღწიეთ იქნება დიდებული შეერთებული შტატებისთვის და ნატოს ყველა წევრისთვის. აქედან გამომდინარე, მე აღარ დავაწესებ საბაჟო ტარიფებს, რომელიც პირველ თებერვალს უნდა შესულიყო ძალაში"- წერს ტრამპი. 

დაეწიე ამბავს: რუტესთან შეხვედრამდე დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა პირველად გამორიცხა სამხედრო ძალის გამოყენება გრენლანდიის წინააღმდეგ. 

  • ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, მას შეუძლია, მაგრამ არ სურს და არ გამოიყენებს ძალას გრენლანდიის მიერთებისთვის, მისი თქმით, გრენლანდიელებს აქვთ არჩევანი: "თქვენ შეგიძლიათ თქვათ დიახ და ჩვენ ძალიან მადლიერები ვიქნებით, ან თქვენ შეგიძლიათ გვითხრათ არა და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ.

სიღრმისეულად: "ჩვენ მხოლოდ ყინულის ნაჭერს ვითხოვთ"- ტრამპის აქცენტები დავოსის ფორუმზე

მსგავსი სიახლეები