აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინისთვის F-16-ების გადაცემა პრიორიტეტია

ამერიკული F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემა შეერთებული შტატების პრიორიტეტია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 22 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პრეზიდენტმა [ბაიდენმა] მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების წვრთნას F-16-ის გამანადგურებლებისთვის და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ვიმუშავებთ, რომ უკრაინას F-16 საბრძოლო თვითმფრინავები მივაწოდოთ", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

მან არ ისაუბრა უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის დეტალებზე.

"მე არ შემიძლია განვაცხადო, როდის ან როგორ მოხდება ეს, ან რომელი ქვეყნებიდან მიიღებენ. მაგრამ ეს [F-16-ის მიწოდება] ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ დავიწყებთ მის განხორციელებას უახლოეს თვეებში," - აღნიშნა მილერმა.

მსგავსი სიახლეები