ბაიდენი: დამატებით ძალებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მალე გავგზავნით

 

პრეზიდენტ ბაიდენის თქმით, აშშ ნატოს აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში დამატებით სამხედროებს უახლოეს მომავალში გაგზავნის. 

"უახლოეს მომავალში მე გაგზავნი დამატებით სამხედრო ძალებს აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში, არც ისე ბევრს",- განაცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ამავდროულად, ბაიდენის არ დაუსახელებია არც კონკრეტული თარიღი და არც კონკრეტული სახელმწიფოები, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს უმასპინძლებენ. 

თუმცა ცნობილია, რომ გასული კვირიდან მოყოლებული გადასაყვანად მზად არის 8 500 სამხედრო. 

მაღალი ალბათობით ამერიკელი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განლაგდებიან. 

მსგავსი სიახლეები