ბელგოროდის ერთ-ერთ სოფელში შსს-ს შენობას დრონი დაესხა თავს

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში, ბელგოროდის რაიონის სოფელ მაისკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობას დრონი დაესხა თავს.

ამის შესახებ Baza ტელეგრამზე წერს.

წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენმა აპარატმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მიგრაციის დეპარტამენტის შენობაზე ჩამოაგდო.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

26 მაისს დრონმა ბელგოროდის რაიონში გაზპრომის შენობაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდო.

მსგავსი სიახლეები