ბელგოროდის გუბერნატორი: რეგიონის "წმენდა" გრძელდება

ბელგოროდის ოლქის ხელისუფლება აცხადებს, რომ "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის" და "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის მებრძოლების ოპერაციის შედეგებისგან "ტერიტორიის გაწმენდა" მეორე დღეა გრძელდება.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი Telegram-ზე წერს.

"22.05.23 ბელგოროდის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა, ჩვენს ტერიტორიაზე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით. ტერიტორიის წმენდა გრძელდება. ფაქტობრივად, გრეივორონის, ნოვოსტროევკას, გორკის, ბეზიმენოს, ორლოვკას, გლოტოვოს, პოდოლის, ზამოსტიეს, სპოდარიუშენოს მაცხოვრებლები გადაასახლეს." - აცხადებს გუბერნატორი.

გლადკოვი ასევე ირწმუნება, რომ 22 მაისს გრაივორონსკის ურბანული რაიონის გოლოვჩინო, ანტონოვკა, კოზინკა, სპოდარიუშენო, გორა პოდოლი, გლოტოვო, ზამოსტიე, ბეზიმენო, ზარეჩიე, გრაივორონი, ორლოვკა, ნოვოსტროევკა "ხანგრძლივი საარტილერიო ცეცხლის ქვეშ იყო."

გუბერნატორის თქმით, შედეგად 12 მშვიდობიანი მოქალაქეა დაჭრილი, დაზიანდა 29 კერძო სახლი და სამი მანქანა. გარდა ამისა, ელექტროენერგია გაითიშა 14 დასახლებაში.

მსგავსი სიახლეები