Bloomberg: აშშ რუსი დიპლომატების გაძევებას გეგმავს

თეთრმა სახლმა რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და რუსეთის მიერ ორგანიზებული კიბერთავდასხმების ფაქტების შესწავლა. გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საპასუხოდ აშშ-ში დიპლომატიური საფარით მოქმედი დაზვერვის ოფიცრების გაძევებას განიხილავს.

გამოცემის ერთ-ერთი ანონიმური წყაროს ინფორმაციით, დიპლომატების გაძევების გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინის უახლოესი გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. ამავე წყაროს ინფორმაციით, აშშ სანქციებს დაუწესებს რუსეთის იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მონაწილეობდნენ აშშ-ზე განხორციელებულ კიბერთავდასხმებში.

ჯო ბაიდენმა რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე გამოძიების ჩატარების ბრძანება პრეზიდენტობის პირველივე დღეს გასცა. აშშ-ის პრეზიდენტმა ოთხი პრიორიტეტული მიმართულება განსაზღვრა, მათ შორის, რუსეთის ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ თალიბანისთვის შეთავაზებული ფულადი ჯილდოები ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობაზე, ჰაკერული თავდასხმები და ალექსეი ნავალნის მოწამვლის ფაქტი.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში. ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა მოსკოვშიც.

ამ საკითხებზე ბაიდენი ადრეც საუბრობდოა. გასულ თვეში აშშ-ს პრეზიდენტმა ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევისა და კიბერთავდასხმების დადასტურების შემთხვევაში, ვლადიმირ პუტინს მაღალ ფასს გადაახდევინებდა. კრემლში ბაიდენის განცხადებებს "ბრმა რუსოფობია" უწოდეს.

მსგავსი სიახლეები