"ქაღალდის ვეფხვი" - ვენესუელელი ჩინოვნიკები რუსეთით იმედგაცრუებულები არიან

ვენესუელელი ჩინოვნიკები იმედგაცრუებელები არიან უსაფრთხოების სფეროში რუსეთთან პარტნიორობით და კრემლის უმოქმედობით აშშ-ს მიერ ნიკოლას მადუროს დაპატიმრების დროს. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს. 

  • "იმ დროს, როდესაც ვლადიმირ პუტინის ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეები თავს მიტოვებულად გრძნობენ, ან უფრო უარესად"- ნათქვამია მასალაში. 

  • სტატიის ავტორების ცნობით, განვითარებული მოვლენების ფონზე ვენესუელელი ჩინოვნიკები რუსეთს ქაღალდის ვეფხვს უწოდებენ - "და ისინი არ არიან მარტო, დამასკოდან თეირანის ჩათვლით ჰავანამდე, ავტორიტარული რეჟიმებმა, რომლებიც წლების განმავლობაში სარგებლობდნენ რუსეთთან ახლო კავშირებით, რუსეთისგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღოს მაშინ, როდესაც ეს ყველაზე სჭირდებოდათ." 

ჩაშლილად: ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელაში ჩატარებული ელვისებური რეიდს - რომლის ფარგლებშიც ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააპატიმრეს - მთავარ დამნაშავეებად კარაკასში კუბელებსა და რუსებს მიიჩნევენ. 

  • მადუროს გარემოცვაში მიაჩნიათ, რომ კუბისა და რუსეთის სპეცსამსურები სრულად ჩაფლავდნენ, რადგანაც მათ ვერ შეძლეს პოტენციური სუსტი წერტილების გამოვლენა და არ გააჩნდათ არანაირი სპეციფიკური ინფორმაცია ამერიკელების სამხედრო გეგმების შესახებ. 

დიდი სურათი: ვენესუელელი ჩინოვნიკები ასევე უკმაყოფილოები არიან რუსეთისგან შეძენილი საჰაერო თავდაცვის სისტემით - მათი თქმით, საზენიტო სისტემები რადარებთანაც კი არ იყო დაკავშირებული და საერთოდ არაოპერაციული აღმოჩნდა. 

  • დაუცველი აღმოჩნდა ქვეყნის კიბერ-უსაფრთხოების სისტემაც, რომელიც სრულად რუსულ პროგრამირებას იყენებდა. 

კონტექსტი: "ამ ყველაფრის შედეგი მოსკოვს, კარაკასსა და ჰავანას შორის უსაფრთხოების სფეროში ნდობის ჩამოშლაა"- ნათქვამია მასალაში. 

  • ვლადიმირ პუტინი ამ დრომდე არ გამოხმაურებია ამერიკელი სამხედროების მიერ ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას, თუმცა გამოცემის წყაროების ცნობით, კრემლის მაღალჩინოსნები "გაბრაზებულები" იყვნენ ტრამპის გადაწყვეტილებით. 

სტრიქონებს შორის: ერთ-ერთი წყაროს ცნობით, რუსეთისთვის ვენესუელაში განვითარებული მოვლენები უსიამოვნოა, თუმცა არაკატასტროფული და კრემლისთვის ამერიკასთან ურთიერთობები ზედმეტად მნიშვნელოვანია, რომ მადუროს ბედის გამო ამის გაფუჭება გარისკონ. 

მსგავსი სიახლეები