Bloomberg: ტრამპის სანქციებმა მკვეთრად შეამცირა რუსეთის გავლენა ბალკანეთში
დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიებისთვის დაწესებულმა სანქციებმა მკვეთრად შეამცირა რუსეთის გავლენა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.
ვითარების არსი: ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
- "ბულგარეთის მიერ ლუკოილის შვილობილ კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნამ და სერბეთში რუსების კუთვნილი აქტივების გარდაუვალი გასხვისება აჩვენებს თუ რამდენად შესუსტდა რუსეთის გავლენა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ"- ნათქვამია მასალაში.
ჩაშლილად: ავტორები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ბულგარეთში რუსეთის სანავთობო კომპანიაში დროებითი მმართველის დანიშვნას და აქტივების გაყიდვის დასაშვებად პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მხოლოდ 26 წამი დასჭირდა.
- სერბეთში აცხადებენ, რომ არ სურთ გაზპრომის შვილობილი კომპანიის ნაციონალიზაცია და განიხილავენ მის გამოსყიდვას.
- "ბალკანეთში რუსეთის გავლენის საფუძველი ენერგეტიკული დომინირებაა, ნავთობი და გაზი, ეს საბჭოთა დროიდან მოყოლებული ასეა"- ამბობს გამოცემასთან საუბარში სოფიის დემოკრატიის შემსწავლელი ცენტრის ანალიტიკოსი, რუსლან სტეფანოვი.
- ექსპერტის თქმით, შიდა ბაზრებზე რუსეთის დომინაციისგან გათავისუფლების პროცესი ვერ დაიწყებოდა ამერიკული სანქციების გარეშე, რადგანაც ევროკავშირს არ აქვს გავლენის ბერკეტი.
- კვლევითი ინსტიტუტის Verisk Maplecroft-ის ექსპერტის, მარიო ბიკარსკის შეფასებით, რუსეთის გავლენა რეგიონში საბოლოოდ იქნება ნეიტრალიზებული და ბალკანური ქვეყნები შეძლებენ საკუთარი ბაზრებიდან რუსული ენერგეტიკული გიგანტების განდევნას.
კონტექსტი: რუსეთის უმსხვილესი სანავთობო კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შესახებ დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო სანქციები ძალაში ხვალ, 21 ნოემბერს შევა.
- გასული კვირების განმავლობაში რუსული ნავთობის უმსხვილესმა იმპორტიორებმა: ჩინეთმა, ინდოეთმა, თურქეთმა და სხვებმა დროებით შეაჩერეს რუსული ნედლეულის შესყიდვა.
- სანქციების ფონზე რუსული ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზრებზე 3-წლიან მინიმუმამდე დაეცა.
სიღრმისეულად: რას ნიშნავს ტრამპის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რა (არ) შეუძლია მათ