ტრამპის თქმით, პუტინის რეზიდენაციაზე უკრაინული თავდასხმის არ სჯერა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ სჯერა კრემლის მიერ გავრცელებული ცნობების, რომლის მიხედვითაც უკრაინულმა დრონებმა ვალდაიში ვლადიმირ პუტინის რეზიდენციას შეუტიეს. 

ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას განაცხადა. 

  • "მე არ მჯერა, რომ ასეთ იერიშს ადგილი ჰქონდა, მახლობლად რაღაც მოხდა, მაგრამ ამას არ აქვს არანაირი კავშირი რეზიდენციაზე თავდასხმასთან"- განაცხადა ტრამპმა. 

წინარეისტორია: 29 დეკემბერს, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ბიბი ნეთანიაჰუს მიღების დროს ტრამპი უშვებდა, რომ შეტევა არ მომხდარა, თუმცა ხაზს უსვამდა, რომ ამის შესახებ პირადად ვლადიმერ პუტინმა უამბო. 

  • "ვნახავთ, თქვენ მეუბნებით, რომ შეტევა შეიძლება საერთოდაც არ ყოფილა. ეს შესაძლოა, დიახ, მაგრამ პრეზიდენტმა პუტინმა დილით მითხრა, რომ ეს მოხდა. 

კონტექსტი: თითქოსდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ პუტინის ერთ-ერთი ოფიციალური რეზიდენციის მიმართ განხორციელებული შეტევის შესახებ ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბრის დაწყებამდე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

  • მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობდნენ, რომ ამერიკულ მხარეს გადასცეს სრული ინფორმაცია შეტევის შესახებ. 

მსგავსი სიახლეები