ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში ხამენეის გეგმა რუსეთში გაქცევაა - Times

ირანის უმაღლეს სულიერ ლიდერს მზად აქვს რუსეთში გაქცევის გეგმა სამოქალაქო მღელვარების ზრდისა და ძალოვანი უწყებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Times დასავლურ დაზვერვის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომელიც რედაქციის განკარგულებაში აღმოჩნდა. 

  • იმ შემთხვევაში თუ არმია და სხვა ძალოვანი უწყებები არ დაემორჩილებიან მის მითითებებს ხამენეი ქვეყნის დატოვებას თავისი უახლოესი გარემოცვის 20-მდე ადამიანთან ერთად ქვეყნის დაყოვებას გეგმავს. 

  • ეს მოიაზრებს როგორც უახლოეს თანაშემწეებს, ასევე უშუალოდ ხამენეის ოჯახის წევრებსაც, მათ შორის მის ვაჟს მოჯთაბას, რომელიც მამის პოსტზე ერთ-ერთ მემკვიდრედ განიხილება. 

ჩაშლილად: გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ყველაზე სავარაუდოა, რომ ხამენეი რუსეთში გაიქცევა, რადგანაც "ის აღმართებს პუტინს და მიაჩნია, რომ რუსული კულტურა ირანულის მსგავსია." 

  • დასავლური დაზვერვების შეფასებით, ხამენეის გაქცევის გეგმა შთაგონებული ბაშარ ასადის მარშრუტით, რომელიც სირია გასული წლის დეკემბერში მისი რეჟიმის უეცარი კოლაფსის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავით დატოვა. 

  • "მათ უკვე აქვთ შედგენილი გაქცევის მარშრუტი თეირანიდან, აქტივების და ნაღდი ფულის შეგროვების გეგმა"- ამბობს The Times-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

დიდი სურათი: წყაროების ცნობით, გასული წლის ზაფხულში ისრაელთან მომხდარი 12-დღიანი დამამცირებელი ომის შემდეგ ხამენეის მენტალური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა. 

  • დროის დიდ ნაწილს ხამენეი უსაფრთხო ბუნკერებში ატარებს და იშვიათად ჩნდება საჯაროდ. 

კონტექსტი: გასულ დღეებში ირანის უმსხვილესი ქალაქები მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, მათ შორის ქვეყნის რელიგიურ ცენტრად მიჩნეული, წმინდა ქალაქი ყომი. 

  • საპროტესტო დემონსტრაციების მიზეზი გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა. 

  • დემონსტრაციების ჩასახშობად რეჟიმი საპოლიციო ძალებთან ერთად გუშაგთა კორპუსის პარამილიტარისტულ ფრთას, ბასიჯს იყენებს. 
  • დასავლური მედიების ცნობით, აქციების დაშლილას მოკლულია 10-ზე მეტი ადამიანი. 

მსგავსი სიახლეები