ტრამპის თქმით, გარდამავალ პერიოდში ვენესუელას მართვას აშშ გადაიბარებს
დონალდ ტრამპის თქმით, ე.წ. გარდამავალ პერიოდში ვენესუელას მართვას შეერთებული შტატები გადაიბარებს - ამასთანავე ამერიკელ პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად რა სამართლებრივ ფორმაზეა საუბარი ან რამდენი ხანი გაგრძელდება საგარეო მართვა.
ვითარების არსი: ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
- "ჩვენ იქ ვართ და იქ დავრჩებით, სანამ არ მოხდება ძალაუფლების ნამდვილი გადაცემა, არსობრივად ჩვენ გადავიბარებთ ქვეყნის მართვას"- განაცხადა ტრამპმა.
- ტრამპს არ დაუსახელებია კონკრეტული ვადები - "ჩვენ გადავიბარებთ მართვას, სანამ არ შევძლებთ ძალაუფლების უსაფრთხო, შესაბამის და სამართლებრივ ტრანზიტს."
- ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე იგულისხმება თუ არა ქვეყანაში სახმელეთო ჯარების განლაგება, ტრამპმა პირდაპირი პასუხი არ გასცა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ასეთ გადაწყვეტილებას არ მოერიდება.
ჩაშლილად: ამასთანავე ტრამპმა გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი მზად არის განმეორებითი დარტყმისთვის.
- ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, უკვე მომდევნო დღეებიდან ამერიკული კომპანიები დაკავდებიან ქვეყნის სანავთობო ინფრასტრუქტურის აღდგენით - "ჩვენ გავამდიდრებთ ვენესუელელ ხალხს, ვუზრუნველყოფთ მათ დამოუკიდებლობას და უსაფრთხოებას."