ბრიტანეთის თავდაცვა: ე.წ. საიდუმლო დოკუმენტები მაღალი უზუსტობით ხასიათდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელებში ე.წ. პენტაგონის საიდუმლო ქაღალდების გავრცელებას მოკლე განცხადებით ეხმაურება. 

"მედიაში ფართოდ გაშუქებული ე.წ. პენტაგონის გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტები უზუსტობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. მკითხველები ყურადღებით უნდა იყვნენ მიიღონ თუ არა დამაჯერებლად ცნობები, რომელიც შესაძლოა დეზინფორმაციის გავრცელებას წარმოადგენდეს",- ნათქვამია უწყების ოფიციალურ შეტყობინაში. 

ონტექსტი 

გასულ დღეებში სოციალურ ქსელებში აშშ-ს თავდაცვის უწყების მიერ მომზადებული ასობით საიდუმლო დოკუმენტი გავრცელდა. მათ შორის დოკუმენტები ეხება უკრაინის მიერ დაგეგმილ კონტრიერიშს, დანაკარგების თანაფარდობას, რუსეთის სამხედრო გეგმებს. 

დოკუმენტების ნაწილი ეხება მსოფლიოს სხვა რეგიონებს მათ შორის ახლო აღმოსავლეთს, ჩინეთის სამხედრო აქტივობებს და აშშ-ს მოკავშირეების გეგმებს. 

აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საკითხზე გამოძიება უკვე დაიწყო, ჯერჯერობით რთული სათქმელია თუ რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ დოკუმენტების გაჟონვის ფაქტი აშშ-ს სადაზვერვო უწყებების ძალისხმევისთვის. 

დოკუმენტების ნაწილი სოციალურ ქსელებში ჯერ კიდევ მარტის ბოლოს Discord-სა Minecraft-ის პლატფორმებზე გავრცელდა. 

უკრაინის ხელისუფლებაში გავრცელებულ დოკუმენტებს ყალბი უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურების საინფორმაციო სპეცოპერაციაა. 

მსგავსი სიახლეები