რუსული გემის აქტივობის შემდეგ ლონდონი აცხადებს რომ მზადაა სამხედრო პასუხისთვის
მას შემდეგ რაც რუსული ფლოტის სადაზვერვო გემის ეკიპაჟმა ბრიტანელი სამხედრო მფრინავები ლაზერით "დააბრმავა" ლონდონში აცხადებენ, რომ მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში მზად არიან სამხედრო პასუხისთვის.
ვითარების არსი: ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა - ჰილის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- ჰილის თქმით, რუსული სადაზვერვო გემი ეკიპაჟის მიერ ბრიტანელი მფრინავების ლაზერებით "დაბრმავება" პირველი მსგავსი და "ძალიან საშიში" შემთხვევაა.
- "ჩვენ ამას მაქსიმალურად სერიოზულად ვეკიდებით და მზად გვაქვს სამხედრო ვარიანტები აღშნიშნული გემის შემდგომ პროვოკაციულ ქმედებებზე"- განაცხადა ჰილიმ.
ჩაშლილად: საუბარია რუსული ფლოტის სადაზვერვო გემ Янтарь-ზე, რომელიც ამ დროისთვის ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებში, შოტლანდიის სანაპიროს მახლობლად იმყოფება - ბრიტანული თვითმფრინავები ინცინდენტის დროს სწორედ გემს აკვირდებოდნენ.
- ლონდონში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული გემი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარი სამმართველოს პროექტია.
- პროექტის მიზანი შესაძლო სამხედრო კონფლიქტის პირობებში პოტენციურ მოწინააღმდეგეზე დამეტებითი ინფორმაციის მოპოვებაა, დივერსიების მომზადების მიზნით.
- Янтарь ბრიტანეთის მახლობლად მიმდინარე წელს უკვე მეორედ აღმოჩნდა - ჰილის თქმით, წინა შემთხვევაში მას ბრიტანული წყალქვეშა ნავი უთვალთვალებდა.
კონტექსტი: ლონდონის განცხადება ევროპაში რუსეთის სპეცსამსახურების გაზრდილი სადაზვერვო-დივერსიული აქტივობის ფონზე იზრდება პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციის საფრთხე.