ბუდანოვი რუსეთის სარაკეტო თავდასხმაზე: ვინც ჩვენს დაშინებას ცდილობს, მალე ინანებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა კირილ ბუდანოვმა, 29 მაისს უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინელების დაშინების მორიგი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, ყველა მუშაობს და "პასუხი არ დააყოვნებს."

მის განცხადებას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო ავრცელებს.

"რუსეთის ფედერაციის მხრიდან ტერორისტული აქტების მორიგი მცდელობა კიდევ ერთხელ ჩავარდა. ყველა, ვისაც რუსეთში ჯერ კიდევ სჯეროდა ან შესაძლოა ოცნებობდა, რომ უკრაინის დაშინება შეუძლია, მინდა გავაბრაზო - ეს ასე არ არის: ყველა იყო და არის თავის სამუშაო ადგილას და აგრძელებს თავის საქმეს.

ყველა, ვინც ცდილობდა ჩვენს დაშინებას, ოცნებობდა, რომ ეს რაიმე სახის ეფექტს მოიტანდა - ძალიან მალე ინანებთ. ჩვენი პასუხი არ დააყოვნებს. მალე ყველა ნახავს." - აცხადებს ბუდანოვი.

დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთმა 2023 წლის 29 მაისს უკრაინისკენ ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები