ჩინეთმა რუს სამხედროებთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ჩინეთი რუსეთის არმიასთან სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებას აპირებს. ამის შესახებ 30 მარტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ტან კეფეიმ განაცხადა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის ჯარები ერთობლივად იმუშავებენ გლობალური უსაფრთხოების სფეროში ინიციატივების განსახორციელებლად. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის შეიარაღებული ძალები "გააძლიერებენ სამხედრო ნდობას და ერთობლივად დაიცავენ საერთაშორისო სამართალს."

კეფეიმ ასევე რუსულ-ჩინური წვრთნების ორგანიზების შესახებ და საზღვაო და საჰაერო საზღვრებზე ერთობლივი პატრულირების გეგმებზე განაცხადა.

Foreign Affairs-მა 29 მარტს, ჩინეთის ლიდერის, სინ ძინფინგის გამოსვლის ანალიზისას დაწერა, რომ ჩინეთის ლიდერი ქვეყანას ომისთვის ამზადებს.

ჩინეთის ომისთვის მზადყოფნის თემაზე სი ძინფინგმა ოთხ ცალკეულ გამოსვლაში ისაუბრა და ერთ-ერთ მათგანში პირდაპირ მოუწოდა თავის გენერლებს "ბრძოლა გაბედონ". თავის გამოსვლებში ჩინეთის პრეზიდენტმა აღწერა "ბუნდოვანი" გეოპოლიტიკური სურათი და შეერთებულ შტატებს ჩინეთის მოწინააღმდეგე უწოდა.

მან ასევე ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ჩინეთის ამჟამინდელი პრობლემების მთავარ მიზეზად დაასახელა და კერძო ბიზნესს მოუწოდა ქვეყნის სამხედრო და სტრატეგიულ მიზნებს ემსახურონ.

მსგავსი სიახლეები