CNN: აშშ განიხილავს რა მოდიფიკაციით გადასცეს უკრაინას Grey Eagle-ის ტიპის დრონი

აშშ-ს სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის წარმომადგენლები განიხილავენ, როგორ შეცვალონ Grey Eagle-ის ტიპის დრონი ისე, რომ უკრაინისთვის გადაცემა შეძლონ. 

ამის შესახებ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით CNN წერს

საუბარია სხვადასხვა სენსიტიურ ტექნოლოგიაზე, რომლითაც აღჭურვილია დრონის ეს მოდელი და მისი რუსეთის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, შესაძლოა, აშშ-ს ეროვნული ინტერესების საფრთხე მიადგეს 

უკვე დიდი ხანია, რაც უკრაინა აშშ-სგან, ამ დრონის გადაცემას ითხოვს.

Grey Eagle-ი Hellfire-ის ტიპის რაკეტებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც 30 საათის განმავლობაში, 8 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია ფრენა და 4 რაკეტის ტარება. 

აშშ-მ უკვე რამდენიმეჯერ უარი უთხრა უკრაინას, ამ დრონის გადაცემაზე, რის მიზეზადაც დრონის კომპლექტაციაში არსებული ტექნოლოგიები იყო დასახელებული. 

CNN-ის ცნობით, ამ დროისთვის, ამერიკელი ჩინოვნიკები სწავლობენ დრონის იმგვარად მოდიფიკაციის შესაძლებლობას, რომ ამოიღონ ამგვარი ტექნოლოგიები, რათა შეძლონ დრონის უკრაინისთვის გადაცემა. 

"არსებობს კონკრეტული ტექნოლოგიები და შეზღუდვები, რომელთა გატარების შემთხვევაშიც, დრონის უკრაინისთვის გადაცემა უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება. თუმცა, ეს ტექნიკურად რთული პროცესია და დრო სჭირდება",- ამბობს ტელეარხთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

დრონი უკრაინას არამხოლოდ დამატებითი საცეცხლე სიმძლავრით უზრუნველყოფდა, არამედ, მნიშნველოვნად გააუმჯობესებდა უკრაინის სადაზვერვო შესაძლებლობებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები