CNN: CIA ირანში აჯანყების მოწყობის მიზნით, ქურთებს აიარაღებს

მედია CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) ირანში აჯანყების მოწყობის მიზნით, ქურთებს იარაღს აწვდის.

ჩაშლილად: CNN-ის ინფორმაციით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის ოპოზიციასთან და ირანელი ქურთების ლიდერებთან.

  • მოსალოდნელია, რომ ქურთების რაზმები ქვეყნის დასავლეთში სახმელეთო ოპერაციას წამოიწყებენ.

  • ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ გეგმის განსახორციელებლად კარგი პირობებია.

  • წყაროების თანახმად, ვაშინგტონის ჩანაფიქრით, ქურთულმა დანაყოფებმა შეიარაღებული წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ ადგილობრივ ძალოვნებს.

  • ამის შემდეგ მსხვილ ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობას უფრო გაუმარტივდება საპროტესტო აქციებზე გამოსვლა.

კონტექსტი: ირანელი ქურთები ქვეყნის დასავლეთსა და ჩრდილოეთში ცხოვრობენ.

  • ირანის რეჟიმი ზღუდავს ეთნიკური ჯგუფის უფლებებს.

  • გარდა ამისა, ქურთებით დასახლებული რეგიონებში ეკონომიკური პრობლემები მეტად არის გამოხატული.

დიდი სურათი: 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი იერიშების სერია მიიტანა.

  • ერთ-ერთი იერიშის შედეგად დაიღუპა ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

  • გარდა ამისა, დაიღუპა ხამენეის ოჯახის რამდენიმე წევრი და ირანის ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანი.

მსგავსი სიახლეები