CNN: უკრაინამ აშშ-ს აცნობა, რომ საზღვართან რუსული რაკეტის ჩამოგდებას ცდილობდა

უკრაინამ აცნობა აშშ-სა და სხვა პარტნიორებს, რომ 15 ნოემბერს, რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის დროს, პოლონეთის საზღვრის მახლობლად, ინციდენტის მახლობლად რუსული რაკეტის ჩამოგდებას ცდილობდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN აშშ-ის დაზვერვაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, საუბარია თუ არა იგივე რაკეტაზე, რაც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა აშშ სწორედ ამ ინფორმაციას დაეყრდნო ინციდენტის შეფასებისას. 

ცოტა ხნის წინ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ, მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა და განაცხადა, რომ არ არსებობს საფუძველი, რათა მომხდარი ქვეყანაზე თავდასხმად იქნეს კვალიფიცირებული. 

დუდას თქმით, მაღალია ალბათობა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინის ანტი-საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ გაშვებული რაკეტა დაეცა, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოგდებას ცდილობდა. 

დღეს დილით გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტის პირველი კომენტარიც - ჯო ბაიდენის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთის მხრიდან იყო გაშვებული.

მსგავსი სიახლეები