ეჭვმიტანილ ფრანგ პოლიციელს მხარდამჭერებმა 1,6 მილიონი ევრო შეუგროვეს

ფრანგ პოლიციელს, რომლის გასროლასაც ალჟირული წარმოშობის 17 წლის არასრულწლოვანი ემსხვერპლა, რამაც მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია, მხარდამჭერებმა 1,6 მილიონი ევრო აუგროვეს. 

ეს ინიციატივა, რომელიც ძალიან ბევრმა ადამიანმა მწვავედ გააკრიტიკა ჟან მესიას, რადიკალური-მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ კომენტატორს ეკუთვნოდა, რომელსაც ონლაინ პლათფორმის საშუალებით, დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ თანხა აეგროვებინა. 

მას შემდეგ, რაც ვებსაიტ GofundMe-სა და თავად ინიციატორის ავტორის წინააღმდეგ არაერთი ადამიანი გამოვიდა, ჟან მესიამ კამპანია შეწყვიტა, ოღონდ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი "საკმარისი რაოდენობის თანხის" შეგროვება იყო. 

გასულ დღეებში, ზოგიერთმა მემარცხენე პოლიტიკოსმა სამართლებრივი პროცესების დაწყებაც დაანონსა, იმსითვის რომ დონაცია შემწყდარიყო. 

ჟან მესია წარსულში რადიკალი მემარჯვენე პოლიტიკოსების - მარინ ლე პენისა და ერიკ ზემურის მრჩეველის პოსტსაც იკავებდა. 

თავად პოლიციის ოფიცერი, რომელმაც მსხვერპლის წინააღმდეგ იარაღი გამოიყენა, ამ დროისთვის მეურვეობის ქვეშ იმყოფება, ხოლო საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს, სადაც იგი, სულ ცოტა ხნის წინ ონლაინ ჩაერთო. 

ცნობისთვის, საფრანგეთში მასობრივი არეულობა ივნისის ბოლოს დაიწყო და აქტიური ფაზა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, რა დროსაც, არაერთი ადამიანი დააკვეს. 

პროტესტის საფუძველი გახდა საგზაო პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობა, რომელიც მის ბრძანებას არ დაემორჩილა. 

 

 

მსგავსი სიახლეები