ეკონომიკის სამინისტროს რუსეთის სანავთობო შემოსავლების 15%-ით კლებას პროგნოზირებს

გლობალური ეკონომიკური ვითარების გართულებისა და მოლოდინების გაუარესების ფონზე რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ დააკორექტირა ნავთობის გაყიდვით 2025 წელს მისაღები საბიუჯეტო შემოსავლების მაჩვენებელი. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters უწყების მიერ მომზადებულ შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რედაქციამ მოიპოვა. 

  • დოკუმენტის მიხედვით მიმდინარე წელს ნავთობის გაყიდვით მიღებული საბიუჯეტო შემოსავლები 200 მილიარდ დოლარს გაუტოლდება, რაც თავდაპირველ პროგნოზს ($235 მლრდ)15%-ით ჩამოუვარდება. 

  • ამასთანავე მომდევნო წლებში სამინისტრო ენერგომატარებლების გაყიდვით მიღებული საბიუჯეტო შემოსავლების ეტაპობრივ ზრდას პროგნოზირებს: $220 მილიარდი - 2026 წელს და $244 მილიარდი 2027 წელს.  

  • გარდა ამისა, უწყებამ 2 მილიონი ტონით შეამცირა მიმდინარე წელს მოსაპოვებელი ნავთობის ჯამური მოცულობა. 

Big Picture: გასულ დღეებში ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კიდევ ერთ შიდა დოკუმენტზე დაყრდნობით Reuters წერდა, რომ სამინისტრომ 17%-ით შეამცირა საექსპორტო ნავთობის ფასების პროგნოზი. 

  • ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული თანხები რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების ყველა მსხვილი წყაროა - ამ გზით ქვეყნის ჯამური ბიუჯეტის მესამედი ივსება. 

Context: დონალდ ტრამპის მიერ იცინირებული სავაჭრო ომის ერთ-ერთი გვერდითი შედეგი ნავთობის გაიაფება აღმოჩნდა. შედეგად, საკუთარი პროგნოზი ნავთობზე ფასების შემცირებით დააკორექტირეს Goldman Sach-ის და Societe General-ის ანალიტიკოსებმა.

  • გასული მარტში მედიამ მოიპოვა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მთავრობისთვის შედგენილი დახურული ანგარიში, რომელშიც საუბარია 1980-იანი წლების მეორე ნახევარში განვითარებული, ნავთობის განგრძობითი გაიფების განმეორების რისკზე. 

Go Deeper: ნავთობის ფასი - ნაბიულინამ ტრამპის ტარიფებში ეკონომიკისთვის საფრთე დაინახა

მსგავსი სიახლეები