ესტონეთმა 9 მაისის ღონისძიებებზე საბჭოთა და რუსული სიმბოლიკის გამოყენება აკრძალა

ესტონეთმა 9 მაისის ღონისძიებებზე საბჭოთა ან რუსული სიმბოლოების გამოყენება აკრძალა. ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ელმარ ვაჰერმა განაცხადა, რომ "სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო და 9 მაისის არ შეიძლება ისე აღინიშნოს, როგორც ადრე". მან აღნიშნა, რომ დემონსტრაციები ბრინჯაოს ჯარისკაცთან ან T-34 ტანკის ძეგლთან მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის აგრესიას.

ესტონეთში საჯარო დემონსტრაციები კვლავ დაშვებულია, მაგრამ აკრძალულია აგრესორი პუტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები, ხაზგასმით აღნიშნა ვაჰერმა. კერძოდ, აკრძალულია "უკვდავი პოლკის" მარში, რომელიც 9 მაისს ტალინში, ფილტრის ქუჩაზე უნდა ჩატარდეს.

სასაფლაოს ან ბრინჯაოს ჯარისკაცის მონახულება, ვაჰერის თქმით, აკრძალული არ არის, მაგრამ თუ წმინდა გიორგის ლენტით ან რუსეთის დროშით გაივლის ვინმე, პოლიცია ჩაერევა.

ასევე აკრძალულია უკრაინაში რუსი ჯარისკაცების მიერ გამოყენებული სიმბოლოები - "Z" და "V".

მსგავსი სიახლეები