ესტონეთს პრემიერი კოალიციურ პარტნიორთან უთანხმოების გამო გადადგა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი თანამდებობიდან გადადგა.

კალასმა მთავრობის დაშლის გადაწყვეტილება მემარცხენე ცენტრის პარტიასთან უთანხმოების გამო მიიღო, რომელიც მმართველ კოალიციაში კალასის რეფორმის პარტიის პარტნიორი იყო.

კოალიციურ პარტნიორებს უთანხმოება ჯანდაცვის და საბიუჯეტო ხარჯების შესახებ მოუვიდათ.

კალასმა უკვე მიაღწია შეთანხმება სხვა საპარლამენტო პარტიებთან, სოციალ დემოკრატებთან და სამშობლოს პარტიასთან.

ჯამში სამპარტიულ კოალიციას 101 მანდატიდან 56 ექნება, რაც ესტონეთის პირველ ქალ პრემიერს მთავრობის ხელახლა ფორმირების შესაძლებლობას მისცემს

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი სამთავრობო კაბინეტი ფუნქციონირებას შემდეგ კვირაში შეუდგება.

ესტონეთის საპარლამენტო არჩევნები 2023 წლის მარტში გაიმართება.

 

 

მსგავსი სიახლეები