ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, ივანიშვილს სანქციები დაუწესოს

ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური რეზოლუციის ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილი შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი, ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს, სანქციები დაუწესონ.

"ევროპარლამენტი ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს. საქართველოსთვის ამის გადაწყვეტა აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ევროპარლამენტის რეკომენდაციებით, უნდა მოგვარდეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დამოუკიდებელი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში."

"რეზოლუცია კვლავ მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესება ივანიშვილსა და ყველა იმ პირზე, რომელიც შესაძლებელს ხდის და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე". - ვკითხულობთ რეზოლუციაში.

რეზოლუციაში "ევროპის სახალხო პარტიის" წევრის მირამ ლექსმანის შესწორებას, რომელიც ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებს, მხარი 430 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი - 52 იყო.

მსგავსი სიახლეები