ფრანგი სენატორები TikTok-ის უფრო ფართო აკრძალვას ითხოვენ

ხუთშაბათს გამოქვეყნებული 183-გვერდიანი მოხსენების თანახმად, ფრანგ სენატორებს სურთ, რომ ჩინეთის საკუთრებაში არსებული აპლიკაცია TikTok სტრატეგიული კომპანიების თანამშრომლებისთვის აიკრძალოს.

"ByteDance და TikTok ყველა დონეზე არიან დამოკიდებულნი ჩინეთზე: ტექნიკურად, კაპიტალით, პოლიტიკურად და იურიდიულად," - განუცხადა ჟურნალისტებს მომხსენებელმა სენატორმა კლოდ მალურემ.

მარტში, საფრანგეთის სენატმა საგამოძიებო კომიტეტი შექმნა, რათა "სოციალური ქსელ TikTok-ის გამოყენება, მისი მონაცემების ექსპლუატაცია, მისი გავლენის სტრატეგია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია" შეესწავლა.

რამდენიმე კვირიანი მოსმენების შემდეგ - მათ შორის ციფრული საკითხების მინისტრ ჟან-ნოელ ბაროსთან, მარეგულირებელებთან, TikTok France-ის ლობისტებთან და მკვლევარებთან - კანონმდებლებმა 21 რეკომენდაცია შეადგინეს.

მათ შორის არის TikTok-ის აკრძალვის გაფართოება საჯარო მოხელეების ტელეფონებზე ე.წ. სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ოპერატორების თანამშრომლებზე. უსაფრთხოების მიზეზების გამო, ასეთი ოპერატორების სია საჯარო არ არის, მაგრამ მოიცავს ორგანიზაციებს სამხედრო, ენერგეტიკის, ფინანსების, ტრანსპორტის და წყლის მართვის სექტორებს.

"ჩვენ გვაქვს შთაბეჭდილება, რომ TikTok-სა და მის მენეჯმენტს შორის რეალური დაპირისპირებაა გამჭვირვალობის შესახებ." - თქვა მალურემ.

მსგავსი სიახლეები