განვიხილავთ სანიტარული ზონის შექმნას უკრიანის ტერიტორიაზე - პუტინი

რუსული გამომცემლობა РИА Новости-ის მიხედვით, ვლადიმირ პუტინმა თავის გამოსვლაში უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული ზონის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ოკუპირებულ და მოსაზღვრე ტერიტორიებზე „სანიტარული ზონები“ იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ მოწინააღდეგის საცეცხლე საშუალებებისთვის რთულად დაძლევადი იყოს, განსაკუთრებით კი, დასავლური იარაღისთვის.

„უსაფრთხოების ზონის შექმნა, რომლის დაძლევა საკმაოდ რთული იქნება იმ საცეცხლე საშუალებებისთვის, რომლებსაც მოწინააღდეგე იყენებს, მათ შორის დასავლური წარმოების“ - განაცხადა პუტინმა.

„სანიტარული ზონების“ აუცილებლობაზე პუტინი ჯერ 2023 წლის ზაფხულში საუბრობდა. მისი თქმით, კონტრბატარეული ბრძოლის ეფექტურობის გაზრდა შესაძლებელია, თუმცა - „ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ტერიტორიის დაბომბვები შეწყდება და თუ გაგრძელდება, მაშინ ჩვენ უკრაინის ტერიტორიაზე სანიტარული ზონის შექმნაზე დავიწყებთ ფიქრს“.

20 მარტის გამოსვლაში პუტინმა აღნიშნა, რომ მისი პირველადი ამოცანა რუსეთის მოსახლეობის დაცვასა და უსაფრთხოებაში მდგომარეობს, რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს - „რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია იგივე მეთოდებით ვუპასუხოთ უკრაინას და დავიწყოთ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა, მაგრამ ჩვენ სხვა შეხედულება და გეგმები გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით“.

„სანიტარული ზონის“ შექმნასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწია მის პრეს-მდივანს, დიმიტირ პესკოვს - „ რუსული დასახლებების უსაფრთხოება შესაძლებელია მხოლოდ ბუფერული ზონის შექმნის პირობებში, რათა ნებისმიერი საშუალება, რომელსაც მტერი იერიშისთვის იყენებს, წვდომის არეალს მიღმა იყოს“.

კონტექსტი

12 მარტიდან მოყოლებული, ბელგოროდისა და კურსკის რეგიონების დასახლებული პუნქტები უკრაინის მხრიდან განუწყვეტლივ იბომბება. ამას თან ახლავს უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული შენაერთების მცირე სახმელეთო ოპერაციები ამავე რეგიონებში. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 16, ხოლო დაშავებულია ასამდე ადამიანი.

რუსეთმა, საპასუხოდ, 15 მარტს, ოდესაზე, ომის დაღწყებიდან ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი საჰაერო იერიში მიიტანა, რასაც, 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 100-ზე მეტი.

პარალელურად, გაუჩერებლად იბომბება რუსეთის მომიჯნავე უკრაინილი სუმის ოლქი. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, მხოლოდ მარტის განმავლობაში, სუმის ოლქში რუსეთმა 200-ზე მეტი პლანირებადი ბომბი ჩამოაგდო.

მსგავსი სიახლეები