გერმანია კიევში საელჩოს პერსონალს ამცირებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ზრდის ფონზე კიევში საელჩოს პერსონალი შემცირდება.

"კიევში საელჩო არ დაიხურება, მაგრამ დიპლომატიური პერსონალი შემცირდება. ჩვენი გენერალური საკონსულო დონეცკში, რომელიც 2014 წლიდან დნიპროში მუშაობს, დროებით ლვოვში გადავა," - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

ამასთანავე, გერმანიის საგარეო უწყებამ გერმანელებს მოუწოდა უკრაინა დატოვონ.

12 თებერვალს უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყნის "დაუყოვნებლივ" დატოვებისკენ მოუწოდა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს ბრიტანეთმა, ნორვეგიამ, სამხრეთ კორეამ, იაპონიამ, ისრაელმა, ლატვიამ და სხვა ქვეყნებმა.

იმავე დღეს ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რჩება და მუშაობას აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები