ირანი ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლებას დათანხმდა

 

ბირთვულ შეთანხმების საკითხში ირანის მთავარი წარმომადგენლის, ალი ბაღერის განცხადებით, ირანი მზადაა აშშ-სთან მოლაპარაკებები ნოემბრის დასასრულამდე განაახლოს.

ვენის მოლაპარაკებების სახელით ცნობილი პროცესი, რომელიც 2015 წელს ირანს, ამერიკას და სხვა მხარეებს შორის გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებას უძღოდა წინ, მას შემდეგ შეჩერდა, რაც იანვარში ირანში პრეზიდენტად რადიკალი კონსერვატორი იბრაჰიმ ალ-რაისი აირჩიეს.

შეთანხმება დასავლეთის მიერ ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას ითვალისწინებდა იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ბირთვული ენერგიის სამხედრო მიზნით გამოყენებაზე უარს იტყოდა და ატომურ ენერგეტიკას საერთაშორისო ინსპექციას დაუქვემდებარებდა.

2018 წელს აღნიშნული შეთანხმება, რომლის წევრი ირანთან ერთად რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია და გაერთიანებული სამეფოც იყო, აშშ-მ დატოვა.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ხელშეკრულებაში დაბრუნებას ფიქრობს.

„ჩვენ ვენაში დასაბრუნებლად მზად ვართ, და გვწამს, რომ თანხმობის სწრაფად მიღწევა შესაძლებელია, თუ ორივე მხარის მზაობა იქნება“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი კი ამბობს, რომ ბაიდენი ნოემბერში მოლაპარაკებების რაუნდამდე ევროპელ მოკავშირეებთან მჭიდრო კონსულტაციებს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები