კრიპტოვალუტების ბაზრის ჯამურმა კაპიტალიზაციამ $2 ტრილიონს პირველად გადააჭარბა

პლატფორმა CoinGecko-ს ინფორმაციით, მსოფლიოს კრიპტოვალუტების ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 2 ტრილიონ დოლარს მცირედით გადააჭარბა. პლატფორმის მონაცემებით ამ თანხის ნახევარი, დაახლოებით 1.1 ტრილიონი დოლარი Bitcoin-ზე მოდის. მეორე ადგილზე 245 მილიარდი დოლარით Ethereum-ია, ხოლო ლიდერთა სამეულს 58 მილიარდით Binance Coin-ი ხურავს. 

ამგვარად, კრიპტოვალუტების ბაზრის ზღვრული კაპიტალიზაცია ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტისა და მსოფლიოს უმსხვილესი კერძო კომპანიის, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობას მიახლოვდა. უნდა ითქვას, რომ ამ ბაზრის მოცულობამ უკვე გადაასწრო Microsoft-ის კაპიტალიზაციას, რომელიც ამ დროისთვის 1.8 ტრილიონ დოლარს შეადგენს. 

ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ინსტიტუციონალური ინვესტორი ციფრულ ფულს საგადამხდელო საშუალებად აღიარებს. გასულ კვირას Paypall-მა მომხმარებელს ნება დართო მომსახურებისა და თუ პროდუქციის საფასური კრიპტოვალუტებით გადაეხადათ. 

გასული თვის მიწურულს, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ამიერიდან Tesla-ს ავტომობილების ყიდვა მსურვლებს Bitcoin-ების მეშვეობით შეეძლებათ. 

1 ტრილიონიან მოცულობას კრიპტოვალუტების ბაზარმა პირველად მიმდინარე წლის 7 იანვარს გადააჭარბა, როდესაც Bitcoin-ის ღირებულება 33 000 დოლარზე მეტი გახდა. ბოლოს ისტორიული მაქსიმუმი აღნიშნულმა კრიპტოვალუტამ 14 მარტს განაახლა, როდესაც ერთი მონეტის ღირებულებამ 61 000 დოლარს გადააჭარბა. 

მსგავსი სიახლეები