კულება НАБУ-სა და САП-ის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ცუდი დღეა უკრაინისთვის

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უმაღლესი რადას მიერ ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის შეზღუდვას და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

State Of Play: კულებამ განაცხადა, რომ "ცუდი დღეა უკრაინისთვის" და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ ანტიკორუფციული ინსტიტუტების ბედს არ ეხება, არამედ "ხალხის სურვილს, იცხოვროს სამართლიან ქვეყანაში."

  • "მესმის, რომ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ღირსების რევოლუცია მხოლოდ მორიგი პოსტია სოციალურ ქსელში. მაგრამ მილიონობით ადამიანისთვის ეს იყო მსხვერპლი სამართლიანობისთვის და მისი გადახაზვა კენჭისყრითა და სწრაფი ხელის მოწერით არ შეიძლება," - აღნიშნა ყოფილმა მინისტრმა.
  • კულებას აზრით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევანის წინაშე დგას - "დადგეს ხალხის გვერდით ან არ დადგეს."
  • "და ეს НАБУ-სა და САП-ზე არ არის. ეს ხალხზეა," - თქვა მან.

Big Picture: პარლამენტის მიერ სამშაბათს მიღებული კანონი №12414-ის თანახმად, ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (САП) გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე ხდებიან დამოკიდებული.

  • ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა უკრაინის ბოლო ქმედებებზე ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის (САП) მიმართ და შეახსენა ხელისუფლებას, რომ ევროკავშირი ფინანსურ დახმარებას დემოკრატიული მმართველობის სფეროში მიღწეული პროგრესის პირობით გასცემს. 

Context: 21 ივლისს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა უკრაინის სხვადასხვა რეგიონში ეროვნული საგამოძიებო ბიუროს 19 თანამშრომლის საცხოვრებელ სახლში დაახლოებით 80 ჩხრეკა ჩაატარეს.

  • სამართალდამცავებს ჩხრეკის ჩატარების სასამართლო განჩინება არ ჰქონიათ. НАБУ-ს დეტექტივებს სახელმწიფო ღალატში, რუსეთთან უკანონო ვაჭრობასა და ოლიგარქების ინტერესების დასაცავად კორუფციაში სდებენ ბრალს.
  • ამავდროულად, სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ რამდენიმე წლის წინანდელი ავტოსაგზაო შემთხვევის მასალები გამოაქვეყნა, რომელშიც НАБУ-ს თანამშრომლები მონაწილეობდნენ. უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობასაც ამოწმებენ. 
  • 22 ივლისს, კიევში, ლვივში, დნეპრსა და ოდესაში НАБУ-სა და САП-ის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები დაიწყო. კიევში აქციას შეუერთდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე დეაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო და მისი ძმა ვოლოდიმირ კლიჩკო.

მსგავსი სიახლეები