მაკრონი: თუ ვითარება გაუარესდება, მზად ვიქნებით არ დავუშვათ რუსეთის გამარჯვება

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ვითარების გაუარესების შემთხვევაში საფრნგეთი მზად იქნება რომ რუსეთის გამარჯვება არ დაუშვას. 

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ფრანგულ ტელევიზიებთან უკრაინის საკითხზე მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მაკრონის თქმით, რუსეთის გამარჯვება "გაანულებს" ევროპის რეპუტაციას და ავტორიტეტს, რადგანაც ამ ომში მთელი კონტინენტის უსაფრთხოება დევს ფსონად - "კონფლიქტში, რომელიც ეგზისტენციალური საფრანგეთისა და ევროპისთვის."

მაკრონმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს გააუქმონ უკრაინის დახმარებაზე საკუთარი თავისთვის დაწესებული შეზღუდვები და გადახედონ საკუთარ ლექსიკას. 

"თუ უკრაინაში ვითარება გაუარესდება ჩვენ მზად ვიქნებით, მოვიქცეთ ისე, რომ არასდროს დავუშვათ რუსეთის გამარჯვება",- განაცხადა მაკრონმა. 

ემანუელ მაკრონის თქმით, რუსეთის გამარჯვებით შეიცვლება საფრანგეთის ცხოვრებაც, რადგანაც "ევროპა უსაფრთხო აღარ იქნება."

კონტექსტი 

ცოტა ხნის წინ ფრანგული Le Monde წერდა, რომ უკრაინაში ჯარების გაგზავნაზე საფრანგეთის მთავარი ომის პირველ წელსაც მსჯელობდა. 

წყაროს ცნობით, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ წლისთავზე ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეებს უთხრა, რომ "მომდევნო 1 წლის განმავლობაში მას ოდესაში მისი ხალხის გაგზავნა მოუწევდა."

წყაროს ცნობით, უკრაინაში ჯარების გაგზავნის იდეა გასულ ზაფხულს გამართულ ერთ-ერთ საიდუმლო შეხვედრაზე განიხილებოდა. 

მსგავსი სიახლეები